
„აჭარა: ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორის“ - ამ სათაურით აქვეყნებს „კომსომოლსკაია პრავდა“ დარია ასლამოვას ვრცელ სტატიას, სადაც ავტორი თავის შთაბეჭდილებებს აღწერს და რეპოდენტებს ესაუბრება.
„აჭარაში თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიასა და ისლამიზაციას ებრძვიან და სჯერათ, რომ მათ მხოლოდ რუსეთი იხსნის, როგორც 200 წლის წინათ“.
სტატიაში არის რამდენიმე ქვესათაური, მათ შორის: „აჭარა, როგორც თურქეთის ბორდელი“, ხოლო ერთერთი ქვეთავი, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის წარსულია განხილული, ავტორმა ასე დაასათაურა: „აჭარა და საქართველო“.
სტატიაში არის ინტერვიუ სხვადასხვა პირებთან, მათ შორის ჟურნალისტ თამაზ ბაკურიძესთან, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს უცხოელი ჟურნალისტები ჩამოჰყავდა და აჩვენებდა, თითქოსდა როგორ ყვავის აჭარაში: „ის ბათუმს აშენებდა, მაგრამ ბათუმელებისთვის არა. ის გენიალური „პიარშიკი“ იყო, დასავლეთის ყველა ილეთი იცოდა, მაგრამ ხალხმა გაუგო და არ აპატია, რომ აჭარა თურქებს მიჰყიდა“, - ამბობს ბაკურიძე, რის საფუძველზეც სტატიის ავტორი ასკვნის, რომ „სააკაშვილი ბათუმში, უბრალოდ, ეზიზღებათ“.