
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონის მიმართულებით არ გაატარეს ქართველი მოსწავლეები, რომლებიც სოფელ განმუხურის სკოლაში მიდიოდნენ.
10–12 მოსწავლეები რუსმა სამხედროებმა სოფელ ფიჩორში დააკავეს და უკან გაბრუნება უბრძანეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონდათ სპეციალური საშვები, რომლითაც მათ "სახელმწიფო საზღვრის" გადაკვეთა შეეძლოთ. მოსწავლეები ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში სწავლობენ.
მსგავსი მოთხოვნები რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირად აქვთ – ისინი საგანგებო საშვს ითხოვენ, მსგავსი საშვები კი გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში გაიცემა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის სხვა მონაკვეთებშიც ხშირად ხდება შემთხვევა, როცა ქართველი მოსწავლეები, რომლებიც გალის რაიონის სოფლებში ცხოვრობენ, ზუგდიდიდა და წალენჯიხის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სწორედ ამ მიზეზით ვერ გადმოდიან.