
ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია, რომელიც K1 კატეგორიაში ასპარეზობს, GLORY-ს ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს ქამარი დაისაკუთრა.
გუშინ მან რეიტინგში პირველი კიკბოქსიორი ენდი რისტე დაამარცხა. ბრძოლა ენდი რისტეს უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ქართველმა გადამწყვეტ მომენტში შეძლო მობილიზება და შეხვედრა მოიგო.
Davit Kiria WIN By KO! THE NEW GLORY LIGHT WEIGHT WORLD CHAMPION!!! – აღნიშნულია „კიკბოქსინგნიუსის“ გვერდზე, სადაც შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეომასალაც ქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დაწყებამდე ენდი რისტემ განაცხადა: „არა მგონია, დავით ქირიას ჰქონდეს რაიმე ისეთი, რითაც ჩემს დამარცხებას მოახერხებს“.
დავით ქირია ზუგდიდელია. მისი საბაზო სპორტი იყო აშიჰარა კარატე, რომელშიც საქართველოში დახელოვნდა. მისი მონაცემები და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დარჩენილა და მიიწვიეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ K1ისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების სკოლა „გოლდენ გლორიში“ სემი შილტის გუნდში.
სემი შილტი K1-ის ლეგენდაა და ყველაზე მეტი ტიტულიც აქვს მოპოვებული ამ სპორტში ისტორის მანძილზე. 17-18 წლიდან სემი შილტი თვითონ ავარჯიშებდა დათოს და უწევდა სპარინგ პარტნიორობასაც, მიუხედავად გაბარიტებს შორის კოლოსალური სხვაობისა. ამის შედეგად მებრძოლის დონე ყოველ წლიურად მატულობდა და დღესაც დიდ პროგრესს განიცდის, მისი ყოველი ბრძოლა უკეთესია წინა ბრძოლაზე.
მან სწრაფად აითვისა ხელით ბრძოლის ტექნიკა, რაც კარატის ბაზის გათვალისწინებით მისი სუსტი წერტილი იყო თავდაპირველად. არასოდეს უჩიოდა ფეხით ბრძოლის ტექნიკას, არის ძალიან გამძლე და რაც მთავარია მებრძოლი სპორტსმენი, რის გამოც WAR KIRIA შეარქვეს...“ („თბილისის ფორუმი დავით ქირიაზე).
ვიდეო: დავით ქირიასა და ენდი რისტეს ორთაბრძოლის ფრაგმენტი