
„რესპუბლიკა კაზანტიპის“ ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი, ნინო სტურუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ხვალ დილიდან ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდებიან.
„ინფორმაციისთვის მხოლოდ, ზუსტად ვიცი რამდენ ადამიანს უნდა ჩამოსვლა ანაკლიაში, „რესპუბლიკა კაZანტიპში“, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი რა აბრკოლებს ამ ადამიანებს.
საქართველო რომ მილიონრების სიმრავლით არ გამოირჩევა ეს ფაქტია, მაგრამ სამწუხარო ფაქტი აღმოჩნდა ისიც, რომ „Z რესპუბლიკის“ პროექტისთვის ქართველ კერძო მეწარმეები თუ მცირე ბიზნესმენები „საგანგებოდ მოემზადნენ“ და ფასებმა ყველა ადეკვატურ ჩარჩოს გადააჭარბა....
და თან ისე, რომ აღარავის უფიქრია, რომ ეს პროექტი შესაძლოა, გრძელვადიანი და საკმაოდ მომგებიანი იყოს! ოღონდ არა 10 დღეში და უცებ!!!!
ინფორმაცია არაადეკვატური ფასების შესახებ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და შესაბამისად უამრავი მსურველი „რესპუბლიკა კაZანტიპში“ მიმდინარე მოვლენებს ან ტელევიზორში უყურებს ან ტელეფონით ისმენს ამბებს....
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია - ბოლო 2 დღეა, ფასები აშკარად შეიცვალა და რეალურ საზღვრებს მიუახლოვდა! და კიდევ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია! ხვალ დილიდან სასიამოვნო სიურპრიზს უკვე კაზანტიპის მხარე გვპირდება....
და დანარჩენს რაც შეეხება, აქ მართლა იმდენად მაგარი მუსიკაა , ისეთი სანახაობაა, რომ გულით მინდა მთელი საქართველო აქ იყოს!!!", - წერს სტურუა.