
მსახიობ თინა მახარაძეს ხშირად უყვარს „ფეისბუქში“ საკუთარი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნება, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქციები და კომენტარები მოჰყვება ხოლმე.
ამჯერად თინამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ფოტო დადო და კომენტარებმაც არ დააყოვნა:
„აგიჟებ ხალხს?“ ... „მიდი თინი რა გენაღვლება , მერე რა რომ გვცხელა“... „ შენაც არ იყო მონიკა ბელუჩი, რას გავხარ, სიგრძე არ გაქვს და სიგანე“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ერთ-ერთმა ვიზიტორმა სხვებს აშკარად გადააჭარბა და მსახიობს ფსიქოლოგიური პრობლემები დაუდგინა: „ ამ გოგოს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მალე შიშვლად მორბენალს ვიხილავთ ქუჩაში - ისე თავისუფლება არც შიშველი უკანალია და არც საკუთარი საპირფარეშოს გარეთ გამოტანა“ - წერს იგი.
არამკითხეთა გასაოცრად, თინა მახარაძეს დამცველებიც გამოუჩნდნენ: „ვისაც არ მოგწონთ, დაახვიეთ თინას გვერდიდან“... „ვგიჟდები ამ გოგოზე, აუღელვებელად, მშვიდად ხვდება ამდენი უაზრო და დებილი ადამიანის კომენტარს...
ყველამ თქვენ ტრაკებს მიხედოთ ჯობია და ამავდროულად მაინც გასკდით შურით ... ბოღმის ბუკეტებოოო“...