-
2014-07-10 15:09
როგორც „ვანოს შოუს“ წევრი, იუმორისტი ნიკა არაბიძე ამბობს, კომპლექსები არ აქვს, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებს გარკვეული მიზეზების გამო ერიდება.
„პლიაჟზე გასვლის კომპლექსი არ მაქვს, ან რატომ უნდა მქონდეს? უბრალოდ ხალხმარავლ ადგილებს ვერიდები ხოლმე, რათა ჩემი არსებობით ხალხი ნაკლებად შევაწუხო.
თუკი მაგალითად, ბაზარში შესვლა მომიწევს, ქუდითა და მზის სათვალით შევდივარ, რადგან ქუთაისში, ბაზარში, ზოგი ქინძით მომსდევს, ზოგი ატმით, პომიდვრით. მეუბნებიან, - წაიღე, შვილოო. არ მინდა ხალხი შევაწუხო, თორემ მე არანაირი კომპლექსი არ მაქვს“, - აცხადებს ნიკა არაბიძე.
„გზა“