-
2014-07-09 16:06
ჯგუფ „ბანის“ წევრს მათე ფირცხალავას გამომწვევი და ტყლარჭია ქალები არ იზიდავს.
„ასი კაცი რომ იყრის თავს და მხოლოდ ერთი ქალის ხმა რომ ისმის, არ მგონია რომელიმე მამაკაცს მოსწონდეს... 15 წლის რაც ეცვათ ქალებს, ასეთს დღეს იშვიათად შეხვდებით. თუ ქალს მოკლე კაბა აცვია, ბევრი კაცი ფიქრობს, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია.
მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა არც გადამეტებულად თამამად ჩაცმული ქალები მომწონს... ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული მოდაში რომ შემოვიდა, ეს რა მოსაწონია?! თუ ქალის მიმართ კაცი პატივისცემას არ ამჟღავნებს, ვფიქრობ, ეს ისევ ქალის ბრალია. არ მგონია ტრადიციების მიმდევარ ქალს კაცი ცუდად მოექცეს. ტრადიციებში კი კოჭებამდე შემოსვას არ ვგულისხმობ“, - აცხადებს მათე ფირცხალავა.
„სარკე“