რამდენი ათასით დააჯარიმებს გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას

Image

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე ამჯერად სპორტული ცეკვების ეროვნულ ფედერაციას  ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ ბევრი სიახლეც დანერგა.

 

 

როგორც თავად ამბობს, პოპულარობა კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

 

„ცეკვავენ ვარსკვლავების“' პირველი სეზონი ყველაზე დიდი ბუმი იყო. ყველა ჩვენკენ გამორბოდა. მახსოვს, როცა ფინალში მე და თიკო და სამორი და ლიკა დავრჩით, თაყვანისმცემლებს შემდეგნაირად ვიშორებდით (იცინის) - როცა ბავშვები დაგვეხვეოდნენ თავს და გვეჩქარებოდა, შეკრებილებს ვეუბნებოდით, უი, გაიხედეთ, სამორი მოდისო და ჩვენ გავრბოდით.

 

ზოგჯერ ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდებოდა, მხოლოდ ფოტოების გადაღებას არ ითხოვდნენ, ცოტა ზედმეტიც მოსდიოდათ. მოვიდოდნენ, ჩაგეხუტებოდნენ და ითხოვდნენ, შემეხეო.

 

... მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ და პოპულარობის გამო არ მიღირს ხელოვნურად რაღაცების კეთება, ამიტომაც შევეშვი ამ ყველაფერს.

 

... არის შანსი, რომ პოპულარობით ფული იშოვო. ჩემი აზრით, რაც ამით შემეძლო, ყველაფერი ამოვიღე... ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. ფინანსურად არაფერი უჭირთ და საკმაოდ კარგად არიან ჩემი მოცეკვავეები. მილიარდებს არ ვეთამაშებით, მაგრამ ცხოვრება არ გვიჭირს.

 

საკმაოდ კარგად გამომდის ჩემი მოცეკვავეების კარიერის მართვა. თავად აღარ ვცეკვავ, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები აკისრია.

 

... ყველა სტუდია ჩვენი ფედერაციის წევრია, მათ შორის სალომესიც. რაც შეეხება დაპირისპირებას სტუდიებს შორის, არანაირი კონფლიქტი არ არის. უმეტეს სტუდიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ, მაგალითად, ლევან ახვლედიანის, მზია ორველაშვილის სტუდიებთან.

 

გადაბირების საკითხსაც შევეხები - იყო მცდელობა სალომეს მხრიდან, დიდი მოცეკვავეების, მაგალითად, რამაზ ლაზარიშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები და ხვდებიან, ვისთან შეიძლება სწავლა და ვისთან - არა, ამიტომაც დარჩნენ. სალომემ თავის სტუდიაში პატარა მოცეკვავეების საკმაო რაოდენობა ჩვენგან წაიყვანა, მაგრამ უმეტესობა ისევ უკან დაბრუნდა და ჩვენთან არის.

 

ახლა ვმუშაობთ მექანიზმებზე, როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან - როცა მე აღვზრდი მოსწავლეს და მივიყვან რაღაც დონემდე, ის გახდება საქართველოს ჩემპიონი და დააპირებს სხვა სტუდიაში გადასვლას, ჩემთვის ფინანსური ანაზღაურება მაინც არის საჭირო.

ასე რომ, საფეხბურთო პრინციპი შემოვიღეთ, დავაწესეთ თანხა, რომელიც სტუდიამ უნდა გადაიხადოს მოცეკვავეების გადაბირებაში. საუბარია ათასებზე. მაგალითად, ჩვენი წამყვანი წყვილის - ოთოსა და ჯულიანას წაყვანა რომ მოინდომოს რომელიმე სტუდიამ, უნდა გადამიხადოს დაახლოებით 5000 ლარი.

 

თუმცა ეს ფედერაციის ფარგლებში და მოცეკვავეებთან შეთანხმებით მოხდება. ბევრი სხვა სიახლე გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციიდან გადმოვიღე და თავადაც დავნერგე ინოვაციები.

  

... მეორე მხრიდან რომ შევხედოთ პოპულარობას, ცუდიც მოაქვს, მაგრამ კარგიც ბევრია. ალბათ, გააჩნია ადამიანს. მე რა პოპულარობაც მინდოდა, ის მივიღე, არც მეტი მინდა და არც ნაკლები.

 

ბევრი შესაძლოა, უარყოფითად აფასებდეს, მაგრამ მე ჩემი ურთიერთობების დანგრევას კარგად მივიჩნევ, რადგან თავიდანვე უნდა იცოდე, რასთან გაქვს საქმე, ეს რომ გვიან მომხდარიყო, უფრო ცუდი იქნებოდა (იღიმის). ცხოვრების ტესტები გამოცდილებას გაძლევს და ბევრს სწავლობ,“ - აცხადებს გიგი გაჩეჩილაძე.

 

 

 

http://www.reitingi.ge/ise/2465-gigi-gachechiladze-salome-tcatcuam-chvengan-bevri-mocekvave-tsaiyvana-magram.html?lang=ka-GE

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !