
ნინა ჯაფარიძე სპორტსმენ ნანა ნებიერიძის ერთადერთი ქალიშვილია. ნანა ინტერვიუებში ამბობდა, რომ იცნობს ქალიშვილის შეყვარებულს და მოსწონს სასიძო.
„ჩემი სიძე სერგი ბუბუტეიშვილის შვილია. აჩო 22 წლის არის. ინგლისში სწავლობდა. ახლა საქართველოშია. წინა დღეს მქონდა დაბადების დღე და ნიშნობით სიურპრიზი გამიკეთეს.
ძალიან დავიბენი და ვნერვიულობდი. ახლა ბარსელონაში ათი დღით მიდიან დასავენებლად. მერე ექნებათ ჯვრისწერა და ქორწილი.
სიძე ძალიან მომწონს. ბედნიერი ვარ, ზუსტად ის ადამიანია, როგორიც ჩემ შვილს სჭირდება. გაგიჟებული ვარ აჩოს დედაზე, ახალგაზრდები ვართ ორივე. ორი წლით არის ჩემზე უფროსი. ნინაზე ჭკუა ეკეტება.
ეს ჩემთვის ბედნიერებაა. გუშინ ვთქვით, რომ ნინას ჰყავს ორი დედა და აჩოსაც ჰყავს ორი დედა,“ - აცხადებს ნანა ნებიერიძე.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=30783&c=2