
ჯუჯა - სიტყვა, რომელიც ხშირად გამოიყენება მისი და მისი მსგავსი ადამიანების მიმართ, შეურაცხმყფელად ეჩვენება და თავად უპირატესობას „პატარა ადამიანს“ ანიჭებს.
როდესაც საზოგადებისგან მკვეთრად განსხვავდები ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ირლანდიელი გოგონას მაგალითი ნამდვილად დაგარწმუნებთ ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებში.
მწერალი, აკადემიკოსი და ადვოკატი - ეს შანეიდ ბურკის რეგალიებია, რომელიც აქონდროფლეზიით არის დაავადებული.
ჯუჯა - სიტყვა, რომელიც ხშირად გამოიყენება მისი და მისი მსგავსი ადამიანების მიმართ, შეურაცხმყფელად ეჩვენება და თავად უპირატესობას „პატარა ადამიანს“ ანიჭებს.
„ჩემთვის სიტყვა „ჯუჯა“ საოცრად დაამცირებელი და შეურაცხმყოფელია. ეს ტერმინი იმ დროდან მოდის როდესაც ჩემნაირი ადამიანები საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ და სამყარო ჯერ კიდევ ვითარდებოდა. თუმცა 2019 წელია და ყველაფერი შეიცვალა, ასევე ჩვენი ენაც. ამ დრომდე გლამურულ ჟურნალებში არასდროს ყოფილან ჩემნაირი ადამიანები გარეკანზე. ვიცი რას ნიშნავს იყო განსხვავებული და უარყოფილი. ვხვდები, რომ ბევრი ჩვენგანი განიცდის ამას, თუმცა სხვადასხვა გზებით . მე უბრალოდ მინდა ვიყო შანეიდი. „
ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომერში სწორედ მისი ფოტოა გარეკანზე. ეს არის პირველი ტანდაბალი ადამიანის ფოტო ვოგის ისტრიაში, რომელიც ჟურნალის ყდაზე აღმჩნდა.
„მოდით მაშინ დავინტერესდი, როდესაც საზოგადოებამ გამრიყა. ტანსაცმელი ჩემი ჯავშანია. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლაც და იმ დროსაც, როცა ახალგაზრდა ვიყავი არის ის, რომ ეს სამყარო მოწყობილია თქვენთვის და არა ჩემთვის. ჩემი პასუხისმგებლობაა შევცვალო ეს დამოკიდებულება. „