
დღეს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანის 72-ე კინოფესტივალი გაიხსნება.
ჟიურის მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს. ფესტივალი კი ჯიმ ჯარმუშის
ფილმის „მკვდრები არ კვდებიან“ ჩვენებით გაიხსნება.
ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებს ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის "ტკივილი და
დიდეება" ანტონიო ბანდერასისა და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. მასთან ერთად პალმის რტოს დაუფლებას
კიდევ 17 ფილმი შეეცდება.
ფესტივალზე ასევე წარდგენილია ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ოთხი ფილმი.
კანის 72- ე კინოფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება.