
ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი
ჩამოდის.
ინფორმაციას “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" ავრცელებს. 10 მაისს, 13:00 საათზე, მსახიობი “ნიუ
ჰოსპიტალს“ ესტუმრება, სადაც ბავშვებს მოინახულებს. 11 მაისს, 16:00 საათზე, ჩაგათაი ულუსოი “ბერი
ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.
მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. თანხა სრულად მოხმარდება
ბავშვების რეაბილიტაციას.
მარიამ ნებიერიძე