
ახალსოფელში ნინი ქარსელაძე ადგილობრივების მოთხოვნით იმღერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი ავრცელებს. ამასთან
აღნიშნა,რომ ესა თუ ის მომღერალი ადგილობრივი მოსახლეობის სურვილისამებრ
ჩამოჰყავთ.ამ ჯერად კი ნინი ქარსელაძეს ხვდა წილად ახალსოფლის მოსახლეობასთან
ერთად კონცერტის გამართვა.
მომღერლის კონცერტი 30 აპრილსაა დაგეგმილი და ის ადგილობრივ ბიუჯეტს 6 249 ლარი დაუჯდება.
მარიამ ნებიერიძე