
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტრო“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა დატოვა, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
კოკა ყანდიაშვილის მიერ გაცხადებული არაერთი უარის მიუხედავად, დადასტურდა, რომ „მაესტროში“ „პარადს“ ბიძინა ივანიშვილის კანცელარიის კადრი წაიყვანს.
„ალიამ“ კულუარებიდან შეიტყო, რომ კოკა ყანდიაშვილი თავის გადაცემას „თბილისი გისმენთ“ და საინფორმაციო სამსახურსაც ორი ჯგუფისგან დააკომპლექტებს - სახელისუფლებო პიარში დასაქმებული ჟურნალისტებისა და „მე-9 არხის“ ყოფილი თანამშრომლებისგან.
მოკლედ, მალე, შესაძლოა, „მაესტრო“ სახელისუფლებო არხად იქცეს.
„სატელევიზიო სივრცეში სერიოზული ცვლილებები დაიწყო. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ხელთ გვაქვს, მალე „რუსთავი 2“-ის დაბალანსებას „მაესტრო“ შეეცდება. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან,“ - წერს „ალია“