
დღეს ტელეკომპანია „მაესტრო“ ნინო ჟიჟილაშვილმა, რამდენიმე პროდიუსერმა და ჟურნალისტმა დატოვა.
არხზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ცხრიანის“ მთავარი პროდიუსერი, სოფო ზურაბიანი საუბრობს.
„მე მივიღე გადაწყვეტილება არხის დატოვებასთან დაკავშირებით. მიზეზი გახდა ის, რომ მე ვარ „ცხრიანის“ მთავარი პროდიუსერი, ახალი სეზონიდან „ცხრიანი“ ბადეში აღარ ზის.
ნინო ჟიჟილაშვილი ისედაც მიდოდა, თუმცა მას თათბირის შემდეგ დააწიეს ზარი.
კოტე გოგელიამ დაურეკა მას, რომ ის გაშვებულია სამსახურიდან.
ჩვენ გუშინდელ თათბირზე გვითხრეს, რომ კოკა ყანდიაშვილი თავის გრანდიოზული გეგმებით მოდის ამ არხზე.
შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ არხზე აღარ არის“,- განაცხადა სოფო ზურაბიანმა.
http://primetimenews.ge/