
ქართლოს ნატროშვილის თქმით, მანდილოსანი გარეგნობასთან ერთად უზომოდ და უკიდეგანოდ ერთგული უნდა იყოს, სხვანაირად მის გულს ვერ მოიგებს.
„ამ ეტაპზე თავისუფალი მამაკაცი ვარ. ისე კი ორჯერ ვიყავი შეყვარებული.
ვერ ვიტყვი, არ გამიმართლა-მეთქი, რადგან არც ერთი ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა ჩხუბითა და უსიამოვნებით არ დასრულებულა.
უბრალოდ მიყვარდა და მოხერხდა ისე, რომ აღარ მიყვარს...
რაც შეეხება იმას, თუ როგორი გოგონები მომწონს პირველ რიგში მანდილოსანში გარეგნობამ უნდა მომხიბლოს, უზომოდ და უკიდეგანოდ ერთგული უნდა იყოს, სხვანაირად ჩემს გულს ვერ მოიგებს“, - განაცხადა ნატროშვილმა.
„გზა“