-
2014-12-18 15:47
მსახიობის მეუღლის, მარიკა აბდუშელაშვილის თქმით, კოტიკო ამერიკაში ახლახან ჩავიდა, მანამდე ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდა.
„მე ამერიკაში ვიყავი, ის - საქართველოში. მხოლოდ ზაფხულობით ვნახულობდით ერთმანეთს.
ჯერჯერობით კოტიკო ამერიკული ცხოვრების სტილს ეგუება და სწავლობს ინგლისურ ენას, მე კი შეძლებისდაგვარად, ყველაფერში ვეხმარები.
ბევრი კარგი იდეა გვაქვს და ვნახოთ, რა გამოგვივა. გვინდა აქ პატარა ბიზნესი წამოვიწყოთ. კოტიკო ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მჯერა, რასაც კი მიზნად დაისახავს, გამოუვა.
რამდენიმე იდეა გვაქვს ჩვენი ბიზნესისთვის: გვინდა, ამერიკაში ქართული პურის საცხობი გავაკეთოთ ან ქართულენოვანი გაზეთი გამოვუშვათ, ან სულაც - სურვილი გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებით დავკავდეთ.
ჯერჯერობით არ ვიცით, არჩევანს რომელი იდეის განხორციელებაზე შევაჩერებთ, საქმის წამოწყებაში კოტიკოს ძმა, სოსო დაგვეხმარება“, - განაცხადა მარიკა აბდუშელაშვილმა
„გზა“