
როგორც იუმორისტი ამბობს, ბავშვობიდან ხიფათი თან დაჰყვება. რამდენიმე ხნის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა, მაგრამ უფალმა დიდი განსაცდელისგან იხსნა.
„ჩემი მანქანა ძალიან დაზიანდა, მე კი ტრამვა მივიღე. ასეთ ავარიას ცოცხალი, რომ გადავურჩი, ეს უკვე სასწაულია.
სახლიდან გამოსულ ადამიანს მფარველი ანგელოზი, რომელიც უფალმა ნათლობისას მიუვლინა, მთელი დღე თან დაჰყვება.
ვფიქრობ, რაც უფრო ახლოს იქნები ეკლესიასთან, ღმერთთან, მით მეტად დაცული იქნება შენი სული. ტაძარში რომ შედიხარ, აღსარებას აბარებ ან მხოლოდ სანთელს ანთებ, იქიდან უკვე შემსუბუქებული გამოდიხარ. დაბრკოლება ყოველთვის არის.
ეშმაკი სულ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. როგორც შენი მფარველი ანგელოზი დაგდევს, ისევ დაგდევს ეშმაკი, რომ გაცდუნოს. ხანდახან ის ადამიანის სახით გვევლინება... დიდება უფალს, რომ მისი ძალა დიდია და გვაძლევინებს იმ დაბრკოლებებს, რასაც ბოროტი ძალა მოგვივლენს.
სულიერად უნდა იყო ძლიერი, გწამდეს, გჯეროდეს და ყოველდღე ამ რწმენაში მეტად უნდა ძლიერდებოდე. ბარიერები დაგხვდება, მაგრამ თუ ძლიერი იქნები სულიერად ადვილად გადალახავ“, - განაცხადა დათო როსტომაშვილმა.
„სარკე“