-
2014-12-17 15:41
მომღერალ მაკა ზამბახიძის თქმით, იმდენად შეეჩვია მის ოჯახთან დაკავშირებულ ჭორებს, რომ როცა ხალხი მის შესახებ აღარ ლაპარაკობს, დისკომფორტს განიცდის.
„ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო", შენი მეორე ნახევარი იქნება, დედა, მამა თუ შვილი, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, მას ემსგავსები.
მგონია, რომ მე ვისწავლე ვახოსგან რაღაცეები და მანაც ისწავლა ჩემგან. მისგან ვისწავლე მოთმინების უნარი. საოცრად გაწონასწორებული ადამიანია, თითქმის არასოდეს გამოდის წყობიდან. არ ვიცი, მისი ეს თვისება, რამდენად მივითვისე, რადგან ცოტა აფექტური, ცეცხლოვანი ვარ.
ვახოსგან, ადამიანების მოსმენაც ვისწავლე და ყველაზე მთავარი - ვახომ მასწავლა, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დროდადრო ვრცელდება ჭორები, რომ ერთად აღარ ვართ, ამ ჭორების გარეშე ჩვენს ურთიერთობას ხიბლი არ ექნება.
მეც აღარ მომწონს, როცა ხალხი ამ თემაზე არ ლაპარაკობს. დუეტი „ჯორჯია“ დაიშალა და ხალხმა კინაღამ დახოცა ერთმანეთი. ახლა მე და ვახოს ერთმანეთს გვაშორებენ. ეს ჭორები სულ ერთმანეთს ენაცვლება“, - განაცხადა მაკა ზამბახიძემ
„სარკე“