
„აქ ჩემი ოჯახია, ჩემი სახლი, აქ ჩემი მეგობრები არიან, ღმერთს ებარებოდე, ჩემო ამაყო, ძლიერო რუსეთო!“, - ამ სიტყვებს თამარ გვერდწითელისა და სოსო პავლიაშვილის მიერ შესრულებული სიმღერის ტექსტში შეხვდებით.
ამ სიმღერაზე არაერთი კლიპი დამზადდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე რუსი ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნეს. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტში ხაზგასმულად გამოკვეთილია რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების მიერ მეორე მსოფლიო ოპმში გაღებულ მსხვერპლზე მინიშნებაც არ არის.
ქართულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც სოსო პავლიაშვილი ამ სიმღერას დარბაზში ასრულებს. ამასთან, დაიწერა, რომ სიმღერის პრემიერაზე, რომელიც 13 დეკემბერს შედგა, თამარ გვერდწითელი არ გამოცხადდა, რაც არ შეეფერება სინამდვილეს.
სინამდვილეში სიმღერა უფრო ძველია და ის დუეტში შეასრულეს თამარ გვერდწითელმა და სოსო პავლიაშვილმა. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ სიმღერაზე დამზადებულ ერთ-ერთ კლიპს.