
პარაფსიქოლოგი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეს სიცრუეში ადანაშაულებდა.
მისი თქმით, თამარ ჭოხონელიძის განცხადება, რომ მარიამი გაბზარული ნეკნით ცეკვავდა, რეალობას მიკლებულია.
„ახლა გინდ გეწყინოთ და გინდ არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანების ასე მოტყუება და მანიპულირება, რომ აი, თურმე ნეკნგაბზარული ცეკვავს და აუცილებლად იმსახურებს ხალხისგან ზღვა ესემესებს..." - წერდა ლომაია.
„ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ადამიანის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო. მოვა დრო და ამ თემაზე ექიმები თავად გააკეთებენ კომენტარს,“ - აღნიშნა „რეიტინგთან“ საუბარში მარიამ როინიშვილმა.