
დიზაინერი ზალიკო ბერგერი „ბრავოში“ შესრულებული სახალისო ნომრების ისტორიას იხსენებს.
„კინტოური აჩიკო სოლოღაშვილმა დამიდგა. გადაცემაში ხუმრობდნენ კიდეც, აქამდე ცნობილი იყო სოფიკო ჭიაურელის კინტოური, ახლა ბერგერის კინტოურია განთქმულიო. ისე შევიჭერი როლებში, პროფესიონალებიც კი გავაოცე.
უკვე მთხოვენ წვეულებებზე ცეკვას. იმედია, მომავალში შაბაშებსაც მომცემენ. საბოლოოდ ჩამოვწერე გივი სიხარულიძე. უკვე მოცეკვავე თამადა ვარ. მასზე ნაკლებს ხომ არ ავიღებ? უცხოებს ათას ხუთას დოლარს მოვთხოვ!
„ბრავოში“ შესასრულებელ მეორე ნომერზე რომ მითხრეს, ორი ღამე არ მეძინა, ოღონდ ეს ნომერი არ გამეკეთებინა და საქართველოდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მერე დამამშვიდეს, არც ისეთი საშიშია, დამცავი მექანიზმი არსებობსო.
სილიკონი მიცავდა. ჯერ შემომთავაზეს, რომელიმე დიზაინერს უთხარი დაგეხმაროს, ბლოკი კვერცხებზე გადაგამტვრიოსო. დავურეკე ავთო ცქვიტინიძეს. ბაქოში მივდივარო, მითხრა. კვერცხებზე ბლოკი რომ უნდა გადაემტვრია, მაგდენი აღარ მითქვამს, თორემ შეიძლება, დარჩენილიყო კიდეც.
ბოლოს მამულიჩას ხვდა წილად ეს პატივი. მოკლედ, „ბრავომ“ ორი სიმდიდრე მოიტანა ქვეყნისთვის, ზალიკო ბერგერის „ოქროს კვერცხები“ და კინტოური!- ამბობს ზალიკო ბერგერი.
„რეიტინგი“