პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია მარიამ როინიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

Image

პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების '" ერთ-ერთ მონაწილეს მარიამ როინიშვილს ტყუილში ადანაშაულებს. ლომაია, რომელიც ახლა კანადაში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს, აცხადებს, რომ შეუძლებელია გაბზარული ნეკნით ცეკვა და მომღერალი ხალხის მანიპულირებას ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ესემესები მიიღოს:

 

“ახლა რომ ერთი ცნობილი სახის გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო დარწმუნებული ვარ, ისევ მწარედ ავლაპარაკდები და იტყვიან, რა მწარე ენა ჰქონია ლომაიასო… მერე მას ისევ ჩემი ლანძღვა მოჰყვება როგორც სჩვევიათ და ასე…

 

არა და რა რთულია, როცა ხარ ექიმი და გესმის ზუსტად ის ზღაპარი, რაც პრაქტიკულად შენი საქმეა და ვიღაცა გამოდის და ამბობს, რომ თურმე გაბზარული ნეკნით ცეკვაც კი შეძლო. ნუ ეს იცით როგორი ზღაპარია? და საერთოდ იცით ნეკნის გაბზარვის დროს როგორი ტკივილები იცის?

 

მითუმეტეს ნეკნების შეხორცება (ცდომის გარეშე) ძალიან მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუ მონაწილეობს სუნთქვის პროცესში, ნეკნთაშუა კუნთების ხარჯზე ხორციელდება მათი მოძრაობა (ცრუ ნეკნების გარდა) ამიტომ გაბზარული ნეკნის ბოლოები შესაბამისად მოძრაობენ გულმკერდთან ერთად, შეხორცების პროცესი კი 3 კვირამდე ან მეტი გრძელდება.

 

ამ პერიოდში კი ყოვლად შეუძლებელია პაციენტი ფეხზე დაგდეს, მას ფიზიკურად ვერ ექნება დგომის თავი მითუმეტეს, არა თუ ცეკვის. ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან, სასურველია გაკეთდეს ნეკნთაშუა ნერვის ბლოკადა.

 

ხოლო ასეთ დროს მჭიდრო ნახვევი არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება შეიზღუდოს გულმკერდის ექაკურსია (მოძრაობა). ასე რომ ბოდიში თქვენთან, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლეს ვქადაგებ და ეხლა გინდ გეწყინოთ და გინდ არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანების ასე მოტყუება და მანიპულირება, რომ აი, თურმე ნეკნგაბზარული ცეკვავს და აუცილებლად იმსახურებს ხალხისგან ზღვა ესემესებს.”-წერს ლომაია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !