
121 ქვეყნის წარმომადგენელს შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან წარგზავნილმა 20 წლის როლინ სტროსმა „მის მსოფლიო-2014“-ის ტიტული მოიპოვა.
როლინი სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხეკურსელია. მეორე ადგილი კონკურსში უნგრელმა ედინა კუშლარმა დაიკავა, მესამე ადგილი კი წილად ერგო აშშ-ის წარგზავნილ ელიზაბეტ საფრიტს.