-
2014-12-14 09:27
მომღერალი მარიამ როინიშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რჩება და ინტერნეტგამოცემებს სთხოვს, ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელონ, რადგან ბევრი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი.
ამის შესახებ რონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„თხოვნით მივმართავ ინტერნეტ პორტალებს, იქნებ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არ დამიტოვებია და არც საავადმყოფოში ვწევარ. ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი“, - წერს მარიამ როინიშვილი.
რამდენიმე დღის წინ მომღერლის დედამ თამრიკო ჭოხონელიძემ შვილის ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი ინფორმაციით, მარიამი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაბზარული ნეკნით ცეკვავდა. ჭოხონელიძის თქმით, მის შვილს ერთი თვის განმავლობაში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და მუდმივად მედიკამენტების ქვეშ იმყოფებოდა.
იმის შესახებ, რომ მარიამი პროექტში რჩება, "ფეისბუქის" იმ გვერდზე დაიწერა, რომელიც როინიშვილი-ახვლედიანის დუეტის მხარდამჭერებს აერთიანებს:
"მეგობრებო! ის ფაქტი, რომ მარიამი პროექტს ტოვებს, არის ჭორი. მარიამს ნეკნი აქვს გატეხილი,შეხორცება უკვე დაწყებულია. ასეთ მდგომარეობაში სამი ცეკვა იცეკვა, ასე რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც მარიამის ჯანმრთელობას და არც მისი პროექტის დატოვებას.
ასე რომ,ვაგრძელებთ მესიჯების გზავნას 95 110-ზე და არ ვიჯერებთ ჭორებს", - წერს გევრდის ადმინისტრაცია.

