-
2014-12-14 00:27
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ეთერ კაკულიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიცრუე აღმოჩნდა.
ქალბატონი ეთერი ისევ მხნედაა და არც იუმორის გრძნობას არ უჩივის.
„იცი როგორა ვარ, მოხუცი კაცი რომ ეუბნება მეორე მოხუცს, ქალებში რომ დავდიოდით კი მახსოვს, მაგრამ რისთვის დავდიოდით ეგ აღარ მახსოვსო.
ახლა ისრაელში წასასვლელად ვემზადები, კვირის ბოლოს წავალ ალბათ, რაღაც გამოკვლევები დამრჩა, ხმა კი მაქვს, მაგრამ იმის ქვევით რა მაქვს, უკვე აღარ ვიცი. ქიმიო თერაპიაც უნდა გავიკეთო.
სულ ვეჩხუბები ჩემ თავს, ეთერი, რატომ გახდი ავად-მეთქი,“ - აღნიშნა „რეიტინგთან“ ინტერვიუში ეთერ კაკულიამ.