
"იმედის" გადაცემაში "კვირის თემა" პირდაპირი ჩართვის დროს ეკა ყურშიტაშვილმა განაცხადა, რომ არ იცნობს საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს და საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ყურშიტაშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა.
"დღეიდან მე არსად არ გამოვჩნდები. არც მე და არც ჩემი მანქანა და ნამდვილად არ მინდა, ვიღაცას პრობლემები შეექმნას იმის გამო, რომ მე რაღაც მოვიტყუე", - თქვა ეკა ყურშიტაშვილმა.