
ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე აცხადებს, რომ პირველი წიგნი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარია“.
„ეს წიგნი დედაჩემმა შემირჩია. ჯეინ ეარის რჩეული მამაკაცი - მისტერ როჩესტერი ჩემთვის საოცნებო მამაკაცი დიდხანს იყო.
ეს საოცნებო მამაკაცი სხვა ლიტერატურულ პერსონაჟს არ ჩაუნაცვლებია. ჩემთვის დღემდე კაცის იდეალია, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ როჩესტერი ძალიან პირქუში, „ცივი“ ადამიანი იყო“, - აცხადებს ჟურნალისტი.
„გზა“