
ქართველი ფეხბურთელის თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე ლიკა მუზაშვილი მისი და თორნიკეს სიყვარულის ისტორიას ყვება.
„15 წლის ვიყავი, თოკო რომ გავიცანი. გაცნობის დღეს მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების პრინცი იქნებოდა.
6 წელი ვიყავით შეყვარებულები. 17 წლის ვიყავი, როდესაც დედამ გაიგო, ვისაც ვხვდებოდი.
ძალიან მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. მამამ გაიცნო და საკმაოდ კარგად მიიღო. უკვე 3 წელია, ერთად ვცხოვრობთ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
გვყავს ერთი შვილი, 2 წლის ალექსანდრე. რთული პერიოდიც გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს თოკოსაც და მეც. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი.
საბედნიეროდ, მალევე დალაგდა. ბოროტსა სძლია კეთილმა და სიმართლემ გაიმარჯვა. 2 თვე გავძელით ერთმანეთის გარეშე. ჩვენი დაშორება იმ ადამიანების ბრალი გახლდათ, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდოდა“, - განაცხადა ლიკა მუზაშვილმა.
„გზა“