
გადაცემა „გარდერობის“წამყვანი ნინა წკრიალაშვილი ანა მარგველაშვილთან სტუმრობის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტის ქალიშვილი ცხოვრობს ისე, როგორც ანას ასაკის გოგონა უნდა ცხოვრობდეს.
ზრდილობიანი და ძალიან კარგი გოგონაა. მომწონს მისი ჩაცმის სტილი. ორი საათის განმავლობაში ვიკონტაქტეთ და მის მიმართ დადებითად განვეწყვე.
კარგი გაზრდილი და თანამედროვე გოგოა. კარგი იქნება, თუ ანა მარგველაშვილისნაირი ბავშვები მის თაობაში ბევრნი იქნებიან.
როდესაც შემთხვევით ვხვდებოდი, ყოველთვის სადად და თავისუფლად იყო ჩაცმული. მეგონა, რომ მის გარდერობში ძვირად ღირებულ სამოსი არ დამხვდებოდა და რასაც ველოდი, ზუსტად ის დამხვდა.
არაფერი აქვს ისეთი, რომ ვინმემ თქვას, გადაპრანჭულიაო. მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა ეცვას 21 წლის გოგოს.
ანასთან სტუმრად ყოფნისას დაძაბული არ ვყოფილვარ. სახლში მხოლოდ ბებია და ანა დამხვდნენ,“ -აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.
„რეიტინგი“