-
2014-12-10 14:53
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი მხატვარი მეუღლე ანი ჩიკვილაძე ერთმანეთს დაშორდნენ.
წყვილი 11 წელია ერთად არის. ჯვარი კი 4 წლის წინ დაიწერეს.
„გიორგი საერთო მეგობრისგან, ლაშა ჩაგუნავასგან გავიცანი. გაცნობის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვხედავდით ერთმანეთს, თანაც სრულიად დაუგეგმავად.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ კი ერთად გადავედით საცხოვრებლად, რამაც ურთიერთობა გაგვირთულა. სანამ გაიგებდნენ, რომ გიორგის ცოლი ჰყავდა, გოგოების სერიოზული შემოტევა იყო. ამის გამო ვტიროდი, განვიცდიდი.
ნელ-ნელა მივხვდი, რომ მთავარია, ენდო. მე მჯერა მისი, გიორგის ტყუილის თქმას ვერასდროს დავაბრალებ. ის ყოველთვის ყველაფერს გულწრფელად მიყვება. ჩემი საუკეთესო მეგობარია.
როცა გიორგიზე და ვითომ მის გოგოებზე წერდნენ, რომ ერთად დაინახეს, ბევრ შემთხვევაში მე ვყოფილვარ ქმრის გვერდით.
ძალიან უხერხული იყო რომ დამიწერეს, ვითომ კლუბში ჩავედი და გიორგის გოგო ვცემე. ეს არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი.
ამ ყველაფერზე ძალიან გავბრაზდი“, - აცხადებს ანი ჩიკვილაძე და დასძენს, რომ ურთიერთობის 11 წლის მანძილზე პირველად ამ ზაფხულს რამდენიმე თვე ცალ-ცალკე იყვნენ, შერიგების შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
„სარკე“