
როგორც იუმორისტი აცხადებს, ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის განვითარებას ვერ ახერხებენ, წარმატებულ ადამიანებზე ცუდს წერენ.
„ჩვენს ქვეყანაში ბევრს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი. საკუთარი თავის განვითარებას ვერ ახერხებენ, ამიტომ წარმატებულ ადამიანებზე ცუდს წერენ.
ისიც დაუწერიათ, რატომ ხუმრობ ხელისუფლებაზე ამდენს და „ნაცებზე“ - ცოტასო. როდესაც რაღაც ძალა დომინირებს, ხუმრობის ობიექტები ძირითადად ისინი ხდებიან.
„ნაციონალებზე“ ვეღარ ვხუმრობ, რადგან ისინი ნაკლებად ჩანან.
იყო პერიოდი, როდესაც ისინი დომინირებდნენ ჩემს გადაცემაში, მიშას გახსნილ ქარხნებზე, ფაბრიკებზე, საავადმყოფოებზე სულ ვხუმრობდი.
ბევრს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. როგორც აწყობთ, ისე ლაპარაკობენ“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
„სარკე“