
უკვე მესამე კვირაა რაც ჟურნალისტი „შალვა რამიშვილის შოუდან“ პროტესტის ნიშნად წავიდა.
შალვა რამიშვილის თქმით, აღნიშნულის მიზეზი გარკვეული შემოქმედებითი უთანხმოება იყო.
მარგო ლუჩკოს კი აცხადებს, რომ არსებობს საკითხები, რომელსაც არასერიოზულად ვერ მიუდგება.
„არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
შალვამ დამავალა სიუჟეტის მომზადება, რომელსაც ვერ მოვამზადებდი, არა იმიტომ რომ პროფესიონალი არ ვარ, არამედ პირველ რიგში ადამიანი ვარ!
ვთავაზობდი მსგავსი სიუჟეტის გადაღებას სხვა ადგილზე, მაგრამ შალვა დათმობაზე არ წავიდა. ჩვენ დავშორდით", - განაცხადა მარგო ლუჩკომ.
„რეიტინგი“