
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ის და ირაკლი კოდუა ოფიციალურად დაქორწინებას ერთად ყოფნის 10 წლისთავზე, წელიწადნახევარში გეგმავენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ქორწილი აუცილებლად საქართველოში შედგება.
„ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 45 წლის ასაკში. მინდა, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ.
ველოდები ჩემი და ირაკლის 10 წლის იუბილეს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. გვინდა ქორწილი ზუსტად 10 წელს დავამთხვიოთ.
მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად (იცინის). თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ხელი მასაც არ უთხოვია საინტერესოდ.
უბრალოდ - „გამომყევი ცოლად“ არ მომწონს. თუ რამე საინტერესოს მოიფიქრებს, იმ შემთხვევაში გავყვები ცოლად. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს მოსაფიქრებლად (იცინის).
ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება, თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, არ გამოვრიცხავ“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„თბილისელები“