მსოფლიოში ყველაზე პატარა სუპერმოდელის დედას შვილის სექსუალური კუთხით წარმოჩენისთვის აკრიტიკებენ

Image

„მსოფლიოში ყველაზე პატარა სუპემოდელად“ მონათლული ქრისტინა პიმენოვას დედა სოცქსელების მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა - ისინი ქალს შვილის სექსუალური კუთხით წარმოჩენისთვის აკრიტიკებენ.

 

მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ დედის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით ის შვილის სექსუალიზებას ახდენს და პროვოკაციულ ფოტოებს უღებს მას.

 

„თქვენ პედოფილის მსგავსად უნდა აზროვნებდეთ, რომ ამ ფოტოებში რაიმე სექსუალური დაინახოთ, წადით და იმკურნალეთ“, - პასუხობს გლიკერია პიმენოვა თავდამსხმელებს. უნდა აღინიშნოს, რომ 9 წლის ქრისტინა არნახულად პოპულარული გახდა „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ.

 

„არ ვეთანხმები მათ ბრალდებებს“, - ამბობს დედა, -„მიმაჩნია, რომ ქრისტინას ფოტოები უმანკოა. მეტიც, მე მას მალულად ვუღებ, რადგან დიდად არ ხიბლავს პოზირება“.

 

ქრისტინამ არაერთხელ გადაიღო ფოტოსეანსი ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Armani, Roberto Cavalli და Benetton. „ცოტა ხნის წინ მე გამოვაქვეყნე ქრისტინას ფოტო, სადაც ის მალდივის ერთერთ სანაპიროზე, სამ სათამაშოს იკრავს გულში და იღიმება, მათ კი სოცქსელებში დამიწერეს, რომ თითქოს გოგონა მალავს თავის მკერდს, რადგან იცის, რომ ის დასამალია. წარმოგიდგენიათ? მე მგონია, რომ ადამიანებს, ვინც ამას წერენ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ“, - ამბობს ქრისტინას დედა.

 

„სამწუხაროდ, ჩემი შვილი ასევე იქცევს მათ ყურადღებასაც, ვისაც პირადი პრობლემები აქვთ და მიჩვეული არიან სხვისთვის ტალახის სროლას“, - დაამატა გლიკერია პიმენოვამ.

 

pmenova.jpg

pmenova2.jpg

pmenova4.jpg

pmenova5.jpg

pmenova6.jpg

pmenova1.jpg

pmenova7.jpg

pmenova9.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !