
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე თორნიკე ტყემალაძე სუსტი სქესის წარმომადგენლებს გარეგნობით ხიბლავს.
მისი მოშურნეები კი ყოფილ „მისტერ ვალენტინზე“ ათასგვარ ჭორს თხზავენ -ამბობენ, ყველაფერი გაკეთებული აქვს, მათ შორის, უკანალიც.
„ვისაც უნდა იჭორაოს, მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული, ეს ტელევიზიებშიც ვთქვი და ჟურნალებშიც მითქვამს.
სკოლა რომ დავამთავრე, არ მომწონდა ჩემი ცხვირი, კომპლექსი მქონდა. არც კეხი მქონია და არც სასწაულებრივად დიდი ცხვირი, უბრალოდ, მაკომპლექსებდა. გაბუშტული ცხვირი მქონდა", - აცხადებს თორნიკე ტყემალაძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ თორნიკეს წარბები აჭიმული გაქვს და უკანალი გაბერილი, მოდელმა ასე უპასუხა: „უკანალიო? რა მეტყობა, დაბერილი უკანალი რომ მაქვს. ჰო, უკანალი დავიბერე და ენა დავიგრძელე კიდევ".
„რეიტინგი“