ია ფარულავა: „დენის სამაჯურმა საძილე არტერიაში სამჯერ მგლიჯა“

Image

მსახიობი კონკურსების - „ნიჭიერისა“ და „ბრავოს“ კულისებში მომხდარ კურიოზებზე საუბრობს.

 

 

„ნიჭიერში“ყველაზე მკაცრი ნიკაა. კონკურსანტის სცენაზე გამოსვლამდე ერთი წუთიც არ არის გასული, რომ იქსის ღილაკს აჭერს ხელს.

 

ამის გამო მე და გვარამიას შეხლა-შემოხლაც კი გვქონია. ამ მხრივ ძალიან კეთილია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნომერი იყოს, არ აპროტესტებს.

 

ხელოვანი კაცია, სხვის შრომას აფასებს და ნომერს ბოლომდე უყურებს.

 

წინ გვიდევს ანკეტა, სადაც არის მონაწილის ფოტო, რაც არაფრის მთქმელია, სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია. პროდიუსერები გამომსვლელებზე წინასწარ სხვა ინფორმაციას არ გვაწვდიან. მე ვფიქრობ, ეს ცუდია. წინასწარ რომ ვიცოდეთ ამა თუ იმ კონკურსანტის შესახებ, უკეთესი შოუს მოფიქრება შეიძლება.

 

თუმცა ისე ამონტაჟებენ გადაცემას, თითქოს წინასწარ ვიცით ამა თუ იმ გამომსვლელის შესახებ. თუნდათ ყურძნის თემა გაიხსენეთ. შესვენების შემდეგ ხელახლა რომ განვთავსდით ჟიურისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ყურძენი ვინატრე. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ორი მონაწილე, რომლებმაც ყურძენი გამოიტანეს, ერთმანეთს ესროდნენ მარცვლებს და ისე გეახლებოდნენ.

 

მართალია, ეს ნომერი დავიწუნეთ, მაგრამ პირი კი ჩავიტკბარუნე ყურძნით. ისე გამოვიდა, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ კონკურსანტები ყურძენს გამოიტანდნენ. არადა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყო. ალბათ, მომავალ წელს პროდიუსერები გაითვალისწინებენ, რომ უკეთესი შოუსთვის საჭიროა, გამომსვლელებზე პატარა ინფორმაცია გვქონდეს.

 

ძალიან გამაღიზიანებელი იყო „ცოცარი“,  იმდენად, რომ სახე შემეცვალა. უფრო მეტად არ დავაკონკრეტებ, განვლილი ეტაპია, მაგრამ თავიდან ფეხებამდე გამაღიზიანებელი ბიჭი იყო.

 

ნორმალური შოუ გააკეთეს პირსახოციანმა ბიჭებმა. მართალია, მე უარი ვუთხარი, მაგრამ ჟიურის დანარჩენი სამი წევრი კმაყოფილი იყო. სხვათა შორის, ბევრი რამ აღარ მახსოვს. მეც კი ინტერესით ვუყურებ „ნიჭიერის“ სერიებს, ჩემთვისაც ბევრი რამ სიურპრიზია, აღარ მახსოვს, ვის რა ვუთხარი, როგორ შევაფასე.

 

ღმერთო ჩემო, პავლოვიჩი უკვე ამაზრზენია. წელს ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა, მაგრამ არც ერთი არ შეიშნოვა. ვკითხე კიდეც, ფული იშოვე, ქალებთან ერთად რომ მოსულხარ-მეთქი და რატომღაც ეს ფრაზა ამომიჭრეს. იცი, სად გაფუჭდა პავლოვიჩი? ქუდი რომ მოიხადა, ცარიელი „ტუფლები“ დარჩა, ეგ ბიჭი ჩემ თვალში გაბანძდა. ქუდით გარკვეული „ობრაზში“ იყო, მერე ტილი გახდა. კი დაინგრა დარბაზი პავლოვიჩის გამოჩენაზე. უყვარს ხალხს და იყოს, რას მიშლის.

 

არ მიყვარს სცენაზე გამოსვლა. მიყვარს კამერა, მაყურებელი, მაგრამ საჯაროდ მაყურებლის წინაშე გამოსვლა ჩემი კომპლექსია. მსახიობი ვარ, თუმცა არასდროს მითამაშია სცენაზე. რომ მითხრეს, უნდა იცეკვოო, გადავირიე, ვიჯაჯღანე, გავაპროტესტე, მაგრამ…ვერაფერს გავხდი.

 

თან ვფიქრობ, ჟიურიში ვზივარ, სხვების ცეკვას ვაკრიტიკებ, ცუდად რომ ვიცეკვო, მაგრად „გავპაზორდები“-მეთქი. დავიწყე ელენთან სიარული, დღეში 7 საათი ვმეცადინეობდი. წუთ-ნახევარი ფარულავამ სცენაზე ვერ იცეკვოს, უბრალოდ სირცხვილია. მაგრამ ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ფეხი დამეჭიმა. თან გამიხარდა, თან ვითომ გული დამწყდა.

 

მეგონა, ცეკვიდან მომხსნიდნენ, მაგრამ მაინც არ დამინდეს. სოლოღაშვილმა დამიდგა ცეკვა, რომლის შესრულებაც ნაღრძობი ფეხით შევძელი. დარბაზის აყოლიება კი მოვახერხე, მაგრამ რატომღაც გეგას არ მოეწონა. ეს კიდევ არაფერი, მეორე ნომერი, დენს რომ გვირტყამდნენ კითხვის დროს, იყო საშინელება. რეპეტიციაზე ეს დენის სამაჯური ყელზე გავიკეთე, უფრო მიმიხდება-მეთქი.

 

ამ „ჭკვიანმა“ ტექნიკოსმა დამიტოვა დენის სამაჯური ყელზე. ვკითხულობ სონეტს, სულ ცოტა ვერიკო ანჯაფარიძესავით, გამოთქმით, მოდულაციებით, ნელ-ნელა ვუწევ ხმას. თურმე ეს სამაჯური ხმაზე რეაგირებს და საძილე არტერიაში სამჯერ მგლიჯა. უკან გადამაგდო. იცით, როგორი სტრესი მივიღე, დამიჯერეთ, სხვა ადამიანი ჩემ ადგილზე - ფეხნაღრძობი და დენდარტყმული, იტყოდა, თქვენი დედაც, ჯეკ, მე წავედი სახლში, ამ სტრესს ვერ გადავიტანო. მაგრამ ჩემი მაყურებლის, გულშემატკივრის და ჩემი ლენკა ზვიადაძის ხათრით დავრჩი...“ - ამბობს ის ფარულავა.

„რეიტინგი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !