
აღნიშნული ინფორმაცია კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეჰ, ესეთებიც ხდება სამწუხაროდ... მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება, ჩემო გოგო“- წერს მამულიჩა და იქვე განმარტებას აკეთებს: „კოჭი დავიზიანეთ რეპეტიციაზე და სამწუხაროდ პროექტს ვტოვებთ. ნუცას წინააღმდეგობის მუხედავად... ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“.
ცნობისთვის: გუშინ ნუცა ბუზალაძემ რეპეტიციების დროს ფეხი იტკინა.
მომღერალს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და რეპეტიციებს სამ დღეში დაუბრუნდებოდა.
თუმცა ნუცა ცეკვას ამ ეტაპზე ვერ შეძლებს.