დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში გუშინ ორი რუსი ჟურნალისტი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული გამოცემა "ზვეზდას" ჟურნალისტები უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედროებმა სლავიანსკში 6 ივნისს ერთ-ერთ ბლოკპოსტთან დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტები ეჭვმიტანილი არიან საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში.
"მათ თან აღმოაჩნდათ დოკუმენტები, რომელიც დამტკიცებული იყო თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ", - ნათქვამია უკრაინის ნაციონალური გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, 6 ივნისს ზაკარპატიეს ოლქში, ძალოვნებმა რუსეთის "პირველი არხის" ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც თავს ფინელს ჟურნალისტებად ასაღებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ.