
ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში 73 საარჩევნო უბანი გახსნება, ხოლო ერთი უბანი მოსკოვში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში იმუშავებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში სულ 34 დეპუტატია ასარჩევი. დღეს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში, დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 9 პარტია იბრძოლებს.