
77 წლის ხავა კებიუ, რომელიც ჩრდილოეთ ბოსნიის სოფელ კრნევოში ცხოვრობს, თავისი „ოქროს ენის“ წყალობით ძალზე პოპულარული გახდა.
როგორც ბებო ამბობს, თვალის გუგაზე ენის შეხებით თვალის ნებისმიერ დაავადებას არჩენს.
მკურნალ ბებოსთან სამკურნალოდ ადამიანები ახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან უკვე 40 წელია, დადიან.
როგორც ხავა კებიუ აცხადებს, მან თავისი საიდუმლო მკურნალობის ნიჭი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო.
მისი ძმა თვალის სიმშრალით ავადმყოფობდა და მან ხუმრობით თვალი აულოკა, ცოტა ხანში კი მისმა ძმამ აღმოაჩინა, რომ გაცილებით უკეთ ხედავდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ხავამ გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობები სხვებზეც გამოეცადა.
ქალმა აღმოაჩინა, რომ მას შეუძლია განკურნოს ალერგია, თვალის სიმშრალე, თვალის დაღლილობა, კონიუნკტივიტი და თვალის ჰიპერტენზია. მან ასევე შეძლო შეემცირებინა ისეთი სერიოზული დაავადების სიმპტომები, როგორიცაა კატარაქტა.
რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც ხავამ ოჯახი შექმნა, მისმა ქმარმა ჩათვალა, რომ თვალის ლოკვა ეს უბრალოდ მისი ცოლის ფეტიში იყო.
„თავდაპირველად ჩემი ქმარი ძალიან დაბნეული იყო და არ უნდოდა ეს საქმე მეკეთებინა, მაგრამ ერთხელ მას თვალში ნაპერწკალი მოხვდა, ჩემი მკურნალობის შემდეგ კი თავი უკეთესად იგრძნო და დარწმუნდა, რომ ჩემი ნიჭი ბუნების საჩუქარია და მე უნდა დავეხმარო სხვებსაც“, - აცხადებს მკურნალი ხავა.
მკურნალის განცხადებით, ვიდრე თვალის მკურნალობას დაიწყებს, ის ენის დეზინფექციას სპირტით ახდენს.
ხავას თქმით, ის იწერდა ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვისთვისაც მას უმკურნალია 40 წლის განმავლობაში. არასოდეს ითხოვდა ანაზღაურებას, უბრალოდ ადამიანები თავად გამოხატავდნენ მადლიერებას და უტოვებდნენ მას ფულს, რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ყოფილა შემთხვევები, რომ ქალს განუკურნია ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ექიმები უიმედოდ თვლიდნენ. ბიჭს, რომელსაც თვალის საშინელი ტკივილები სტანჯავდა და ექიმებმა ბევრი ცდის მიუხედავად ვერაფერი უშველეს, ხავამ თვალის ერთი ალოკვით განკურნა.