
ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს ლათინო–ამერიკელმა აქტივისტებმა კონგრესის მიერ ორგანიზებულ საღამოზე. ისინი შეერთებული შტატების პრეზიდნეტის მიერ ერთი თვის წინ მიგრაციის შესახებ კანონის შეჩერებას აპროტესტებენ. დარბაზში მათი შეძახილების მიუხედავად, პრეზიდენტმა სიტყვა ისევ განაგრძო.
ობამას მიერ ინიცირებული კანონ-პროექტი კონგრესის რესპუბლიკელმა დეპუტატებმა დაბლოკეს, შეერთებული შტატების ლათინო-ამერიკელი მოსახლეობა კი პრეზიდენტს მოუწოდებს არ დაუშვას მილიონობით ლათინო ამერიკელის დეპორტაცია.