
მსახიობი ივ მარშესო ოცი წლის განმავლობაში ცნობილი ფრანგული სატელევიზიო პროექტის, „ფორტ ბოიარდის“ ერთ-ერთი ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი იყო.
ივ მარშესომ,რომელსაც პროექტში „ლა ბულის“ ეძახდნენ, ზაფხულის სეზონზე ავადმყოფობის გამო, პროექტში მონაწილეობა ვერ შეძლო.
თუმცა იმედი ჰქონდა, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ, ისევ „ფორტ ბოიარდს“ დაუბრუნდებოდა.
ექიმებმა მსახიობს საყლაპავი მილის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამას თან დაერთო დიაბეტიც.
ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად მსახიობი 29 სექტემბერს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
newposts.ge