
უკრაინული მედია ყოველდღიურად ავრცელებს ცნობას ბოევიკების მიერ დონბასში ქალების გატაცებასა და გაუპატიურებაზე.
,,ოდისოსის“ რედაქტორი, ირინა გოლობოროდკო კი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ მისი მეგობრის დაკარგული ქალიშვილის გვამი სახლის კართან დასახიჩრებული იპოვეს.
როგორც ჟურნალისტი წერს, მისი მეგობრის შვილი რამდენიმე ხნის უკან გაიტაცეს, გუშინ საღამოს კი დასახიჩრებული გვამი სახლის კართან დაუტოვეს მშობლებს.
გოგონა გაუპატიურებული, ,ნაცემი და ნაწამები იყო, გამტაცებლებმა მას მკერდზე უკრაინის გერბი ამოტვიფრეს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, გუშინ ღამით „ბოევიკებმა“ კიდევ 2 გოგონა პირდაპირ სახლიდან გაიტაცეს. მეზობლების თქმით, შემთხვევა შუაღამისას მოხდა. უცნობი პირები, მათი საუბრის მიხედვით, რუსები და კავკასიელები იყვნენ. ისინი შეიჭრნენ გოგონების სახლში და წაიყვანეს. გოგონები სახლში დილისკენ მიბრუნდნენ.
უკრაინული პრესის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში „ბოევიკებს“ გოგონები სამხრეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ჰყავდათ. გოგონები ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
,,კვირაზე“ დაყრდნობით