
შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე Euronews-ის მაუწყებლობა აიკრძალოს. ამის შესახებ "იზვესტია" წერს. გამოცემის ინფორმაციით, დუმის დეპუტატმა შესაბამის სტრუქტურას ამ ტელეარხის საქმიანობის შესწავლა მოსთხოვა.
"როსკომნადზორში" წერილი ამ მოთხოვნით "ედინაია როსიას" დეპუტატმა მიხეილ მარკელოვმა გაგზავნა. ამის მიზეზი კი "ევრონიუსის" სიუჟეტი გახდა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იყენებენ უკრაინელი ჯარისკაცები სამიზნედ ადოლფ ჰიტლერის გამოსახულებაში გადაწყვეტილ ვლადიმირ პუტინის პორტრეტს.
ამ არხის რუსულენოვანი რედაქციისადმი ადრე პრეტენზიები უკრაინის ხელისუფლებასაც ჰქონდა, რომელიც მიიჩნევდა, რომ არხი "რუსული პროპაგანდის" ნიმუში იყო.