-
2014-09-12 22:36
ავტოსაგზაო შემთხვევა ლონდონის ზოოპარკის სიახლოვეს მოხდა.
პრინცის ესკორტს მოტოციკლიანი პოლიციელები მიაცილებდნენ, რომლის ერთ-ერთი წევრი დიდი სიჩქარით მომავალ ტაქსს შეასკდა.
შეჯახების ძალამ პოლიციელი 9 მეტრზე გაისროლა. მძიმედ დაშავდა ტოიოტა „პრიუსის“ მძღოლიც. თვითმხილველთა თქმით, იგი გარდაუვალი სიკვდილისგან უსაფრთხოების ბალიშებმა იხსნა. ორივე დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარია ქუჩის კამერამ დააფიქსირა. ბრიტანული პრესა წერს, რომ მომხდარისგან შოკში მყოფი პრინცი კარგა ხანს ხელებში თავჩარგული იჯდა თავის „რენჯ როვერში“ და შემთხვევის ადგილს შეშფოთებით გაჰყურებდა.
იგი მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდა, რაც გაირკვა, რომ ორივე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
ერთ-ერთი ველოსიპედისტის თქმით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, პრინც ჰარის კორტეჟი დიდი სიჩქარით მიჰქროდა.


