
ახალგაზრდა ალპინისტმა პიერ სილვანომ პარიზის თითქმის ყველა მაღალი შენობა დაიპყრო, ცხოვრების თანამგზავრიც თავისნაირი იპოვა და ქორწილის დღეც დანიშნა.
პიერმა ალპინისტი პრისცილა „მოყვარულ მეკლდეურთა სექციაში“ გაიცნო.
ისინი მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი და გადაწყვიტეს ჯვარი წმინდა კლოტილდას ეკლესიის კედელზე დაკიდებულებს დაეწერათ. მეჯვარეებიც მათ გვერდით ეკიდნენ, მღვდლები კი ოდნავ ზემოთ.
მშობლებს ქვემოთ, დედამიწაზე მოუხდათ ლოდინი. ისინი უკვე არც ისე ახალგაზრდები არიან და, თანაც, არც სიმაღლეთა დაპყრობისკენ მიუწევთ გული.