
რუსეთისა და უკრაინის გენშტაბების ხელმძღვანელები კონსულტაციებს გამართავენ,-ამის შესახებ შეთანხმებას პრეზიდენტებმა მინსკში გამართული მოლაპარაკებისას მიაღწიეს.
ვლადიმერ პუტინისა და პეტრე პოროშენკოს პირველი პირისპირ მოლაპარაკება 2 საათს გაგრძელდა. მათ დახურულ კარს მიღმა განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება. ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს სეპარატისტებთან დიალოგში დახმარებას დაჰპირდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის ევროინტეგრაციით, რადგან ეს რუსეთისთვის სერიოზული ფინანსური ზარალის მომტანი იქნება.
პეტრე პოროშენკომ კი ცეცლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლების შესაჩერებლად უკრაინა საგზაო რუკის მომზადებას იწყებს.
„ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ეუთოს მონიტორინგის მისიამ უნდა გააკონტროლოს. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს“,- განაცხადა პოროშენკომ.