-
2014-08-27 07:42
ვლადიმირ პუტინმა მინსკში უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ გამართული შეხვედრის დეტალები ჟურნალისტებს გააცნო და განმარტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და საუბარი არ ყოფილა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის საკითხს და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, ამ თემაზე მოლაპარაკება გაგღზელდება. მისივე თქმით, საუბარი და კონსულტაცია გაგრძელდება ბუნებრივი ენეგრეტიკულ საკითხებზეც, რომელიც, პუტინის თქმით, ჩიხშია შესული.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდება. მისი თქმით, მოლაპარაკება რუსეთთან ისევ გაგრძელდება. ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ცაკეტვა და გაკონტროლება აუცილებელია.