
სამხედროების დაკითხვის კადრები „ფეისბუქში” ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მედესანტეები ამბობენ, რომ ისინი ხელმძღვანელობამ მოატყუა და რომ არა სამხედრო ბრძანება, არსადაც არ წავიდოდნენ.
„ვთვლი, რომ უკრაინა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. თუ რამე პრობლემა აქვს, ქვეყნის შიგნითვე უნდა გადაწყდეს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა სამხედრომ.
სერჟანტ გენერალოვის თქმით, რუსმა სამხედროებმა არ იციან, რა რა მიზნით იმყოფებიან უკრაინაში, რადგან რუსული მედია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.
„შეწყვიტეთ, არ არის საჭირო. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, არაფერი არ იქნებოდა”, - მოუწოდა პუტინს ტყვე სამხედრომ.
შეგახსენებთ, რომ ანტიტეორისტულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 98-ე დივიზიის 10 მედესანტე 24 აგვისტოს დააკავეს.